ჯარედ კუშნერი - ახლო აღმოსავლეთი სავაჭრო სფეროში სამაგალითო რეგიონად უნდა გარდაიქმნას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძემ პალესტინური ტერიტორიების განვითარების გეგმა წარადგინა. ჯარედ კუშნერის თქმით, „ახლო აღმოსავლეთი კონფლიქტის მსხვერპლიდან სავაჭრო სფეროში სამაგალითო რეგიონად უნდა გარდაიქმნას“.
ეს განცხადება ტრამპის სიძემ ბაჰრეინში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„გვსურს, ვიხილოთ პალესტინელების, ისრაელელების და სხვა დანარჩენების უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, – განაცხადა კუშნერმა.
აშშ-ის ინიციატივა ითვალისწინებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინვესტიციებს. საუბარია 50 მილიარდ დოლარზე, რომლის დაბანდებას ვაშინგტონი მომდევნო 10 წლის განმავლობაში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ღაზის სექტორში, ეგვიპტეში, იორდანიასა დალიბანში განსახორციელებელ პროექტებში აპირებს.
პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში კუშნერის გეგმა უკვე გააკრიტიკეს და მას „აბსტრაქტული დაპირება“ უწოდეს.