ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ამის შესახებ პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს.
ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათიდან გაიმართება. პოეტს ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი პოეტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.