სახიფათო ვაქცინის შესახებ  ინფორმაციაზე იმუნიზაციის საბჭოს წევრები განცხადებას გააკეთებენ
სახიფათო ვაქცინის შესახებ  ინფორმაციაზე იმუნიზაციის საბჭოს წევრები განცხადებას გააკეთებენ

იმუნიზაციის საბჭოს წევრები ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. განცხადება დღეს, 17:30 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდება.

იმუნიზაციის საბჭოს წევრები ისაუბრებენ იმ ვაქცინის შესახებ, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.