ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-მ 1975 წელს დაბადებული ზ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს – 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.