ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე ფულადი ჯარიმები წესდება
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე ფულადი ჯარიმები წესდება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესაბამისი ცვლილებები დეპუტატებმა, აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ და ლევან კობერიძემ მოამზადეს.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელი ხდება, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა.
რაც შეეხება სანქციებს, პროექტით, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით.