საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესასვლელში აფხაზეთიდან დევნილი პირები არიან განლაგებულები. ოთხი მათგანი მეოთხე დღეა, შიმშილობს.
ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა და მათ პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს.