ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. ერთი დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ დაშავებულს, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.