ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პარლამენტთან საკმარისი რაოდენობის სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული და ადგილზე უწევენ დახმარებას მოქალაქეებს
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკაში აქციის მონაწილეების გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
მათივე განცხადებით, პარლამენტთან საკმარისი რაოდენობითაა მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სასწრაფო დახმარების ადგილზე უწევენ დახმარებას მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება წიწაკის სპრეის შესხმის ან შეუძლოდ გახდომის გამო დასჭირდათ.
მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.