საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესასვლელში აფხაზეთიდან დევნილებს კარავი აქვთ გაშლილი. აქციის ორი მონაწილე მეხუთე დღეა, შიმშილობს. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიას არ დატოვებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ბინით დაკმაყოფილებაა – ერთ ოჯახზე ერთი ბინა. ვითხოვთ ქალბატონ მინისტრთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ბრალად გვდებენ, თითქოს ვინმესგან მართული ვართ. ვიყავით ირმა ინაშვილთნ, შევხვდით მამუკა მდინარაძეს, მარიამ ჯაშს, კახა კუკავას, მთავრობის წარმომადგენლებს. ყველა დაგვპირდა გვერდით დგომას, სინამდვილეში კი, არავინ გვეხმარება. არ ვაპირებთ უკან დახევას, ვიდრე არ მივიღებთ ბინებს“, – აცხადებს აქციის მონაწილე, დევნილი ნანა ბუკია.