ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიის „შარიტეს“ კლინიკისგან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე უარი მიიღეს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიის „შარიტეს“ კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის, პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს.
„ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.