ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმ ბადრი ალფაიძეს სამედიცინო პრაქტიკა შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმ ბადრი ალფაიძეს სამედიცინო პრაქტიკა შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტრომ  ექიმ ბადრი ალფაიძეს სამედიცინო პრაქტიკა შეუჩერა. ამის მიზეზი სამი წლის წინ მის მიერ ქუთაისში, კლინიკა LJ-ში ჩატარებული ოპერაცია გახდა.

ნინო კუპრაშვილის თქმით, ქირურგმა ოპერაცია ჩიყვზე ჩაუტარა, რის შემდეგაც ის შრომისუუნარო გახდა და დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. პაციენტი ნინო კუპრაშვილი ითხოვს დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ საქმეში.

ადვოკატი აცხადებს რომ დაზარალებულს ალტერნატიული ექსპერტიზა მალე ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ.

ექიმი ბადრი ალფაიძე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.