საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

„დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე donor.moh.gov.ge სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.

მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.