ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა
ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 26%-ით არის შემცირებული. ამასთან, 33%-ით  შემცირდა 28 დღემდე ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის მიმდინარეობის ანგარიში დღეს სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მისმა მოადგილემ გააცნეს. ანგარიშში საუბარია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განვითარების მიზნებზე. დავით სერგეენკოს განმარტებით, სწორედ სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება არის ის პირველი და მთავარი შედეგი, რომელიც სტრატეგიის შედეგად იქნა მიღწეული.

ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა სამშობიაროების რეგიონალიზაციის რეფორმასაც, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მიზნად სწორედ სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებას ისახავს მიზნად.

სტრატეგია ჯანდაცვის სამინისტრომ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის და ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შეიმუშავა.