ჯანდაცვის სამინისტრო - რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 2 მოქალაქეს გაუწიეს.
ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.