ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსების ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიის შედეგებს აქვეყნებს
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსების ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მედიკოსების ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესია დასრულდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადდა 1 144 მაძიებელი. დადებითი შეფასება კი, 717-მა დიპლომირებულმა მედიკოსმა მიიღო, რომლებიც რეზიდენტურის პროგრამის გავლას შეძლებენ.

„სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადდა 345 პირი. დადებითი შეფასება 283 მაძიებელმა მიიღო, რის შედეგადაც მათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მიეცათ. საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების დადებითი შედეგების სია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.