ჯანდაცვის სამინისტრო - აგვისტოში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა
აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი).
„ივლისის თვეში ჯანდაცვის ჯგუფში 6.9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3-პროცენტიანი კლება იყო. შესაბამისად, აგვისტოში სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.
სამინისტროს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.