ჯანდაცვის სამინისტრო - 1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა
1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები.
უწყებაში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა.