ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი - ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს, ეს შეიძლება, ბოლო შანსი იყოს
ევროპის 13 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მზარდია და ევროკავშირის წევრები საკონტროლო ზომების მისაღებად მზად უნდა იყვნენ, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.
„ეს შესაძლოა, ევროპის ბოლო შანსი იყოს, აიცილოს ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, – განაცხადა ევროკომისარმა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 14 დღეში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 პროცენტით მოიმატა შემდეგ ქვეყნებში – ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
ჩეხეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში არიან, სადაც ჯანდაცვის სფერო გადატვირთულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები აღარ ჰყოფნით. ამავე კატეგორიაში არის შეყვანილი ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, მალტა და რუმინეთი.
შედარებით სტაბილურია სიტუაცია ბელგიაში, კვიპროსში, ფინეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ისლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, პოლონეთსა და შვედეთში.