ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი - საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა ევროპაში საუკეთესოა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი - საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა ევროპაში საუკეთესოა

საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა ევროპაში საუკეთესოა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა. ჟუჟანა ჯაკაბი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ჩამოვიდა, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს.

ჯაკაბიმ ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე მოვლენები დადებითად შეაფასა და საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული კანონი მოიწონა. ჟუჟანა ჯაკაბიმ იმედი გამოთქვა, რომ კანონის აღსრულება ისევე ეფექტურად მოხდება, როგორც მისი მიღება.


„ძალიან მოხარული ვართ, როცა ვხედავთ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი არის ძალაში შესული. ვფიქრობ, რომ ევროპაში ეს დღეისათვის საუკეთესო კანონმდებლობად შეიძლება ჩაითვალოს და რა თქმა უნდა ახლა მთავარია მისი სათანადოდ აღსრულება მოხდეს, რათა ამ
ამ კანონით მოტანილი სარგებელი,ჯ ანმრთელობის და ადამიანების კეთილდრეობის თვალსაზრისით, იყოს მაქსიმალური“, – განმარტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა.