ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის შემუშავება პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს
ევროპაში სიტუაცია უფრო გართულდება; ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„მუდმივად მესმის: ვაქცინა პანდემიის დასასრული იქნება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. არც კი ვიცით, ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფს დაეხმარება თუ არა. ჩვენ გვაქვს ნიშნები, რომ ვაქცინა ადამიანების ერთ ჯგუფს შველის, ხოლო მეორეს – არა. თუ სხვდასხვა ვაქცინის შეკვეთა დაგვჭირდა, ეს ხომ ლოგიკურად კატასტროფაა.
პანდემია მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ, როგორც საზოგადოება ვისწავლით პანდემიასთან ერთად ცხოვრებას. ეს ჩვენზეა დამოკიდებული და ეს ძალიან პოზიტიური გზავნილია“, – განაცხადა კლუგემ.