ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში კარანტინის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში კარანტინის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.
„ევროპაში გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ეს ბოლო რამდენიმე თვეში პირველად ხდება. 30-მა ქვეყანამ დაფიქსირდა შემთხვევების მატება. 11 ქვეყანაში ვირუსის სწრაფად გადაცემამ გამოიწვია ვირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. თუ ეს უყურადღებოდ დავტოვეთ, მაშინ ჯანდაცვის სისტემა ევროპაში ისევ უფსკრულის ზღვარზე დადგება“, – განაცხადა კლუგემ.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს კონკრეტული ქვეყნები და ციფრები არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, სადაც „კოვიდ-19“ ხორცის საწარმოში გავრცელდა და 1500 ადამიანი დაინფიცირდა. ამის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კვლავ კარანტინი გამოაცხადეს. ვირუსის შემთხვევების რიცხვის მატების გამო, შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდა საჭირო ლისაბონშიც.