ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ტრამპი მართალია, ხელები საპნით დაიბანეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართალი იყო, როდესაც კორონავირუსი გრიპს შეადარა.
„თუ მკითხავენ, როგორ ავირიდოთ თავიდან ვირუსი, მე იმავე რჩევას მივცემდი, როგორ რჩევასაც გრიპის დროს ვიძლევი – დაიბანეთ ხელები საპნით, არ შეეხოთ სახეს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამერიკელებს ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდა.