ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ვირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ.
ჟენევაში დიპლომატებთან შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ღებრეიესუსმა თქვა, რომ ვირუსის პანდემიად გამოცხადება ქვეყნების მხრიდან დანებებას არ ნიშნავს და შეკავების ღინისძიებების შემსუბუქება, არასწორი და სახიფათოა.
ღებრეიესუსის განმარტებით, შეკავების სტრატეგიის დროს, ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პრევენციასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას შორის.
შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შეთმხვევები გამოვლინდა პოლონეთში, ავსტრიაში და ალჟირში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთის ცენტრალური ბანკი ძველი ბანკნოტების ეტაპობრივად ახლით ჩანაცვლებას გეგმავს.
„კოვიდ 19“-ით დაღუპვის 75 ახალი შემთხვევა დადასტურდა ირანში. ჩინეთში კი აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი გამოჯანმრთელდა.