ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პეკინში გაჩენილ „ბაზრის კლასტერს“ „საყურადღებოს“ უწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პეკინში გაჩენილ „ბაზრის კლასტერს“ „საყურადღებოს“ უწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პეკინში გაჩენილი „ბაზრის კლასტერი“ საყურადღებოა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა.

„ერთი მხრივ, ეს დიდი სიახლეა. ჩინეთში, სადაც უკვე 50 დღეა, ადგილობრივი გავრცელების მნიშვნელოვანი მატება არ ფიქსირდება, ასეთი კლასტერი ნამდვილად საყურადღებოა. საჭიროა მისი გამოძიება და გაკონტროლება“, – განაცხადა რაიანმა.

„სიენენის“ ინფორმაციით, პეკინში „ბაზრის კლასტერის“ გამო 29 უბანი კარანტინშია. კლასტერს უკვე 100-ზე მეტი შემთხვევა უკავშირდება. ჩინეთში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 27 პეკინში.