ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პანდემიის საფრთხე რეალური გახდა, თუმცა მისი გაკონტროლება შესაძლებელია
კორონავირუს „კოვიდ 19“-ის პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, შემაშფოთებელია, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა 100 ქვეყანაში 100 000-ს გადააჭარბა.
გებრეიესუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის შესაკავებლად ძალისხმევა არ შეჩერდეს.
„პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. ქვედა ზღვარი არის, რომ ჩვენ არ ვართ ვირუსის ხელში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
გებრეიესუსმა მთავრობებს მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ყურადღება გაამახვილონ როგორც შეკავებაზე, ასევე დაკლებაზე.