ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის დელტა ვარიანტი იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მცირეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის დელტა ვარიანტი იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მცირეა

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც ვაქცინირებულთა რიცხვი მცირეა და არ არის დაცული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წესები.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვირუსის ამ ვარიანტის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანილების უმრავლესობა აუცრელია. სპეციალისტების თქმით, ვაქცინები, რომლებიც დღეს არსებობს, იცავს მოქალაქეებს კორონავირუსის გართულებებისგან და ამცირებს სიკვდილიანობას. ეს ეხება დელტა ვარიანტსაც.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტებით დოზის გაკეთება საჭირო არ არის და ამას კვლევებიც ადასტურებს.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ამჟამად ვაქცინების საჭირო რაოდენობა არსებობს, თუმცა მათი საჭიროებისამებრ გადანაწილება არ ხდება.