ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელს უწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელს უწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ შტამს „შემაშფოთებელი ვარიანტი“ უწოდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლოდროინდელი მტკიცებულებების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამით რეინფიცირების რისკი, სხვა შტამებთან შედარებით, ბევრად მაღალია.

ორგანიზაციამ ახალ შტამი „შემაშფოთებელ ვარიანტად“ მოიხსენია და სახელად „ომიკრონი“ უწოდა.

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა დღეს გაიმართა. ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.