კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთაფრიკულ ქვეყნებთან ფრენებს დროებით წყვეტენ
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთაფრიკულ ქვეყნებთან ფრენებს დროებით წყვეტენ

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა სამხრეთაფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ფრენები სამხრეთ აფრიკასთან, ბოტსვანასთან, სვაზილენდთან, ლესოთოსთან, ნამიბიასთან, ზიმბაბვესთან და მოზამბიკთან დროებით შეწყდება.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს. მეცნიერების განცხადებით, ახალ ვარიანტს, რომლის სამეცნიერო ხაზის ნომერია B.1.1.529, სულ მცირე 10 მუტაცია აქვს, რამაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდა გამოიწვია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსის ახალი ვარიანტი გასცდა აფრიკის კონტინენტს და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დააფიქსირეს, მათ შორის ბელგიაში.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სამხრეთაფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ისრაელში და სინგაპურშიც მიიღეს.