ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან, შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან, შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თავშესაფრების შემოწმებისას გამოვლინდა გავრცელებული დიარეა და რესპირატორული ინფექციები ბავშვებსა და ჩვილებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულები მკურნალობას ვერ იღებენ, ასევე მკურნალობის გარეშე არიან ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, როგორებიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.
ამასთან, ჩრდილოეთ ღაზაში იუნისეფ-ის თანამშრომლები საომარი მოქმედებების შედეგად მძიმედ დაჭრილი ბავშვების შესახებ საუბრობენ.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი რეჟიმის მოწოდებით გამოდიან.