დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში წოწკოლაურის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი წოწკოლაურს, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა.