ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 76 ხმით დაუჭირა მხარი
პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილების პროექტს გიორგი ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ და 76 ხმით მიიღო.
დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის შეჩერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
„მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას მის ახალ ასპარეზზე“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.