ჯანდაცვის მინისტრი რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
ჯანდაცვის მინისტრი რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ – ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კამპანია 18 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დააანონსა. ღონისძიებაზე, თემატური სტენდების სახით წარდგენილი იყო, ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროსა და მისი სსიპ-ების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და შესრულებული პროექტები.

„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ – კამპანიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას დასრულებულ პროექტებს წარუდგენს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა.