ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის ქვეყნის გახსნის გეგმას ბევრი ნაკლი აქვს 
ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის ქვეყნის გახსნის გეგმას ბევრი ნაკლი აქვს 

მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერის განცხადებებისა, ქვეყანაში ტესტების საკმარისი რესურსები არ არის. ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა, ბილ ჰენეჯიმ მიკრობლოგთვითერის“ მეშვეობით განაცხადა.

დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარები კი ამტკიცებენ, რომ არც ერთ შტატში არ არის მეთვალყურეობის ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების და მათი კონტაქტების იდენტიფიცირება ეფექტურად მოახდენდა, როგორც ეს აშშ-ს ქვეყნის გახსნის სამეტაპიან გეგმაში არის გათვალისწინებული.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს, აშშ-ს ეკონომიკამ კრონავირუსის გამო, დიდი დარტყმა მიიღო. სამსახური 22.2 მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ბრიფინგის დროს მოსახლოებას ქვეყნის გახსნის სამეტაპიანი გეგმა დეტალურად გააცნო, თუმცა როგორც ჯანდაცვის ექსპერტები იუწყებიან, გეგმაში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გათვალისწინებული არ არის. ტრამპის გეგმებით გაიხსნება ის შტატებიმ სადაც ახალი ინფიცირების შემთხვევების 14-დღიანი უწყვეტი კლება, ტესტების სტაბილური ან მზარდი ოდენობაა და საავადმყოფოები საკმარისი ადგილები დაფიქსირდება.