ჯანდაბამდეც გზა გქონიათ - სააკაშვილის პასუხი ერთ-ერთი უკრაინელი ბიზნესმენის კითხვაზე
ჯანდაბამდეც გზა გქონიათ – ასე უპასუხა ერთ-ერთ ბიზნესმენს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოკონფერენციის დროს.
vesti.ua-ს ინფორმაციით, სააკაშვილის გაღიზიანება ბიზნესმენების ერთ-ერთმა კითხვამ გამოიწვია. მას ჰკითხეს, თუ როდის შეძლებდა უკრაინა მისი საქმიანობის ნახვას.
სააკაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მობეზრდა ასეთი შეკითხვები და განაცხადა, რომ თავად გაეკეთებინათ რამე ქვეყანაში ცვლილებების მისაღწევად
„როდის გექნებათ კონკრეტული შედეგები? რას ნიშნავს კონკრეტული შედეგები? გამეცალოს ყველა, ვინც ასე ფიქრობს. მე ეს მომბეზრდა. თავად გაანძრიეთ ხელები, ყველაფერი თქვენს ხელშია. რამდენი ლაპარაკი შეიძლება, „ჩვენ იმედები გვქონდა და მან იმედები გაგვიცრუა“ და თქვენ შეგიძლიათ რამის გაკეთება? – განაცხადა სააკაშვილმა.