ჟან ივ-ლე დრიანი- ირანის მიმართ სანქციებს არ ვემხრობით, რადგან ეს კონსერვატორებს გააძლიერებს
ირანის მიმართ აშშ-ის ახალი სტრატეგია ისლამურ რესპუბლიკაში კონსერვატორებს გააძლიერებს – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, დამატებითი სანქციები დიალოგს ვერ დაეხმარება.
„ არ ვეთანხმებით, რადგან მსგავსი მიდგომა პრეზიდენტ ჰასან როჰანის დაასუსტებს და კონსერვატორებს გააძლიერებს. ასევე დამატებით საფრთხეს უქმნის რეგიონს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთი შეთანხმების მისაღწევად იმუშავებს იმის მიუხედავად, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების გამოცდას და რეგიონული ჰეგემონიის ამბიციების შეზღუდვას ემხრობა.