ჯამალ ხაშოგის საქმეზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დასკვნა დღეს უნდა გახდეს ცნობილი
ამერიკელი სენატორები ითხოვენ, რომ СIA-ს ანგარიში, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს ეხება, საჯარო იყოს. ეს განცხადება სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, რონ ვაიდენმა გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკელმა ხალხმა სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლბისგან უნდა გაიგონ, ვინ მოკლა ჟურნალისტი.
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ჯამალ ხაშოგის საქმეზე ანგარიში დღეს უნდა წარადგინონ. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გასულ კვირას გააკეთა.
ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა რომ რეპორტიორი მოკლულია, მაგრამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამეფოს ტახტის მემკვიდრის კავშირს უარყოფს.თუმცა, Reuters-ის ცნობით, სადაზვერვო სამსახურში მიიჩნევენ, რომ პრინც მუჰამედ ბინ-სალმანმა პირადად გასცა ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანება.