„ჯადოსნური ცხოველების'' მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერა 16 ნოემბერს გაიმართება
„ჯადოსნური ცხოველების'' მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერა 16 ნოემბერს გაიმართება

„ჯადოსნური ცხოველების” მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერა 16 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას variety ავრცელებს. ფილმის მეორე ნაწილი მთლიანად პერსონაჟების, დამბლდორის, გრინდელვალდისა და ნიუტ სკამანდერის ამბებს დაეთმობა.

ცხოველების მოყვარულ ჯადოქარს დამბლდორსა (ჯუდ ლოუ) და გრინდელვალდს (ჯონი დეპი) შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

მსახიობმა ჯონი დეპმა  ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენჩაიზის მესამე ნაწილში ისიც იქნება და აღნიშნა, რომ უგონოდ არის შეყვარებული Fantastic Beasts-ის სამყაროზე.