უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმმა ქუჩა გადაკეტა, სააკშვილის მომხრეებმა კი ბარიკადები ააგეს. პერიოდულად, ადგილზე სიტუაცია იძაბება.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. „დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს“, – ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.