იზმირში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ გარემოს დაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 962 ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან 106 ადამიანი გადაარჩინეს.
თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.