წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია გზები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები [ფოტო]
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა შიდა საუბნო და სასოფლო გზები, ვენახები, ნათესები, ნარგავები. ასევე დატბორილია სახლების ეზოები, დაზიანებულია ღობეები, ქალაქში მდებარე ობიექტები, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.