მიმდინარე წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა საქართველოში ოთხი პროცენტი იყო. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.
უწყების ცნობით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6 პროცენტი შეადგინა, 6 თვეში კი 5,7 პროცენტი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა და 7,5 პროცენტი შეადგინა.