ივლისში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 232.94 მილიონით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 461.1 მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ივნისთან შედარებით, 694.04 მლნ ლარით, ანუ 2.05 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოსთვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 232.94 მლნ ლარით (1.61 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 461.10 მლნ ლარით (2.39 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.05 პროცენტით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.40 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.16 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.46 პროცენტით მეტი).
2020 წლის ივლისის განმავლობაში 2.37 პროცენტით, ანუ 395.84 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 17.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.72 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით)“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანაგარიშში.