ივერი მელაშვილი - მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, აქციაზე მოვედი საქართველოს, ქართველი ერის მხარდასაჭერად, ეს არის ჩვენი ქვეყანა და არავის უნდა დავუთმოთ
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.
მისი თქმით, არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს, უბრალოდ უერთდება იმ ხალხს, ვინც ნიკა მელიას დაკავების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
მელაშვილი ამბობს, რომ აქციაზე საქართველოს, ქართველი ერის მხარდასაჭერად მივიდა.
„აქ მოვედი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მეტი არაფერი. მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, მაგრამ აქ ყველას, ქართველი ერის მხარდასაჭერად მოვედი. დღეს ნიკა მელია დაიჭირეს? ხვალ სხვას დაიჭერენ. ამის გასაპროტესტებლადაა ეს ხალხი და მეც ამიტომ ვარ აქ. ეს ჩვენი ქვეყანაა და არავის უნდა დავუთმოთ“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.