ივარს ბანდონისი - საარჩევნო უბნებზე, რომელიც მოვინახულეთ, ფაქტობრივად ყველაფერი იყო გამჭვირვალე, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული
ივარს ბანდონისი - საარჩევნო უბნებზე, რომელიც მოვინახულეთ, ფაქტობრივად ყველაფერი იყო გამჭვირვალე, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული

ჩემი შეფასებაა, რომ ყველაფერი იყო ძალიან გამჭვირვალედ განხორციელებული, ფაქტობრივად არ არსებობდა სივრცე რაიმე შეცდომისა, – ამის შესახებ თავისუფლების და სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელმა ივარს ბანდონისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

მისივე თქმით, ხმების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული და გამოყენებული იყო საჭირო ზომები.

ამასთან, როგორც ივარს ბანდონისმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე, რომლებსაც აკვირდებოდა, საარჩევნო პროცესი  ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.

„მსურს, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ორ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება. პირველი ასპექტი, რაზეც მსურს ხაზგასმა, ეს არის გამჭვირვალობა. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ დაახლოებით 8-9 საარჩევნო ოლქის მონახულება შევძელით, სადაც დამკვირვებელი გახლდით. შევნიშნე, რომ ძალიან კარგი აქტიურობა და მაღალი დონის ჩართულობა იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩემი შეფასებაა, რომ ფაქტობრივად ყველაფერი იყო ძალიან გამჭვირვალედ განხორციელებული და არ არსებობდა სივრცე რაიმე შეცდომისა.

ასევე შემდეგი ასპექტი იყო ყალბი იდენტობის ფაქტორი. ყველა საარჩევნო უბნის შესასვლელთან დავაკვირდით იმ ფაქტს, რომ მოწმდებოდა ყველა ამომრჩევლის პირადობა. აგრეთვე, გაყალბების თავიდან არიდების მიზნით, ყველა ამომრჩეველი გადიოდა მარკირების პროცესს.

მესამე ასპექტია, რომ ბიულეტენის გადაცემისთანავე ხდებოდა ამომრჩევლის რეგისტრაცია და მისი ფოტოს იდენტობის შემოწმება. ფაქტობრივად, დასახელებული სამი ასპექტი ემსახურებოდა იმას, რომ თავიდან ყოფილიყო არიდებული რაიმე ფაქტის გაყალბება, გაყალბების საწინააღმდეგო ზომები სერიოზულად იყო გათვალისწინებული და გამოყენებული. მესამე ფაქტორი, რაზეც ხაზგასმა მსურს, საარჩევნო პროცესი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, მომზადებული. ფაქტობრივად, მომსახურება ყველა საარჩევნო უბანზე, რომელიც მოვინახულეთ, მაღალ დონეზე იყო“, – განაცხადა ივარს ბანდონისმა.