ივანკა ტრამპი - „მსოფლიო ბანკის“ ხელმძღვანელობაზე ჩემი სურვილით ვთქვი უარი
„მსოფლიო ბანკის“ ხელმძღვანელობაზე ჩემი სურვილით ვთქვი უარი, – ეს განცხადება დონალდ ტრამპის შვილმა, ივანკა ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, მამამ მას ჰკითხა, არის თუ არა დაინტერესებული ამ პოზიციით, რაზეც მან უარით უპასუხა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკული გამოცემა „ატლანტიკთან“ საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან სთხოვა ივანკას „მსოფლიო ბანკის“ დირექტორის პოზიცია დაეკავებინა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ივანკას ციფრებთან მუშაობა კარგად გამოსდის“.
თავად პრეზიდენტის ქალიშვილი აცხადებს, რომ კმაყოფილია იმ სამსახურით, რომელშიც დღესაა დასაქმებული. ივანკა ტრამპი ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველია.
კითხვაზე, ხომ არ სთავაზობდა აშშ-ის პრეზიდენტი მას სხვა თანამდებობას, ივანკა პასუხობს, რომ „ეს მასსა და მამას შორის უნდა დარჩეს“.