ივანე მაჭავარიანი - ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგოკორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, CAREC არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად.
“ჩვენ რამდენიმე წელია შევუერთდით CAREC-ს. ეს არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ენერგეტიკის სფეროზე. ენერგეტიკულ სფეროში კოოპერაცია დიდ შესაძლებლობებს ქმნის, რომელიც ერთდროულად პასუხობს ენერგეტიკულ რესურსებზე ეფექტიანი და უსაფრთხო წვდომის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგოკორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს ესწრება აზიის განვითრების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ლიპახი.