ივანე მაჭავარიანი ოპოზიციას - „ჩექინ ჯორჯიას“ ექსპერიმენტზე საუბრობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანის ექსპერიმენტით იყო დაკავებული
ივანე მაჭავარიანი ოპოზიციას - „ჩექინ ჯორჯიას“ ექსპერიმენტზე საუბრობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანის ექსპერიმენტით იყო დაკავებული

„ჩექინ ჯორჯიას“ ექსპერიმენტზე საუბრობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანის ექსპერიმენტით იყო დაკავებული, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ რეპლიკას პარლამენტის სხდომაზე შემაჯამებული გამოსვლისას.

„მგონი საერთოდ, სიტყვა ექსპერიმენტის ხსენების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმძიმესი მემკვიდრეობა გაქვთ მაგასთან დაკავშირებით“, – მიმართა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციას.