ივანე მაჭავარიანი - ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას
საქარველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხმა მისცა სტაბილურ, ევროპულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.
„ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას, მაგრამ გეტყვით, რომ ხმა მივეცი სტაბილურ, ევროპულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას. არჩევნები მშვიდად გარემოსა და კანონის სრულ ფარგლებში მიმდინარეობს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.