ივანე მაჭავარიანი - ბიუჯეტი ვერ გახდება და არც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი
საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება და არც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შექმნას კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო და იზრუნოს ამ გარემოს გაუმჯობესებაზე.
„მეორე მხრივ, უნდა განვახორციელოთ ისეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება კერძო სექტორში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.