ივანე მაჭავარიანი - არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდებიან
ივანე მაჭავარიანი - არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდებიან

არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ლომბარდებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები მძლავრი და ეფექტურია.

„ვფიქრობ, ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ ეფექტურია და მოიცავს ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ლომბარდები თუ სხვა ტიპის ინსტიტუციები, მათაც ზღუდავს და აქცევს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების ჩარჩოებში, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ თქვენ გულისხმობთ არალეგალურ მევახშეობას, ეს ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.